Budget – Koc Group
მანქანების საერთაშორისო გაქირავების ბრენდი „Budget“ წარმოადგენს თურქეთის მანქანების გაქირავების ნომერ პირველ ბრენდს, რომელიც ოპერირებს 1928 წელს საავტომობილო ინდუსტრიაში „Koc Group“-ის პირველი ინვესტიციის სახით დაარსებული „Otokoç Automotive“-ის ქოლგის ქვეშ. „Budget Turkey“-ს, როგორც ინდუსტრიის ლიდერს 1974 წელს ბაზარზე შემოსვლის დღიდან, გააჩნია მანქანების გაქირავების ყველაზე ფართო ქსელი და ავტომობილების ყველაზე დიდი პარკი ქვეყანაში. იგი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ამ საქმიანობაში პირველი და ნოვატორია. შესაბამისად, ახალი კონცეფციებითა და თანამშრომლობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სექტორის და იმ სხვა დარგების განვითარების საქმეში, რომელიც აძლიერებს აღნიშნულ სექტორს.
„Budget Turkey“-მ საქმიანობა დაიწყო 2007 წელს „Otokoc Automotive Trade and Industry INC.“-ის ხელმძღვანელობით, რომელიც წარმოადგენს „Koc“-ის ჰოლდინგ კომპანიას. ჩვენი მიზანია გავხდეთ წამყვანი ბრენდი ავტომობილების ლიზინგის სწრაფად მზარდ სფეროში ხარისხიანი სერვისისა და ხელმისაწვდომი ფასების კომბინირებით და მომხმარებლის კმაყოფილების შენარჩუნებით უმაღლეს დონეზე.
"Budget"-ის ისტორია -Budget History