"Budget"-ის ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა
თქვენგან გვესაჭიროება თქვენი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი. აღნიშნული ინფორმაცია გვეხმარება თქვენი შეკვეთის რეალიზაციაში, თქვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში თქვენთან დაკავშირებაში, ან თქვენი შეკვეთის ელექტრონული დასტურის გამოგზავნაში. თუ „Wizard“-ის წევრი ხართ, ვიყენებთ თქვენი წევრის/აბონემენტის ნომერს შეკვეთის პროცესის დაჩქარებისა და მომხმარებლის შესახებ ჩვენს საინფორმაციო სისტემაში დაცულ ინფორმაციასთან დაკავშირების მიზნით.
რა სახის ინფორმაციის მოპოვება ხდება „Budget“-ის მიერ ?
IP მისამართი: როდესაც ჩვენს ვებგვერდს სტუმრობთ, ჩვენ ვინახავთ თქვენს IP მისამართს. აღნიშნული მისამართით ხდება მხოლოდ თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის (ISP) იდენტიფიცირება და არ შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას თქვენს შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება ჩვენს ვებგვერდზე არსებული ტრაფიკის მონიტორინგის მიზნით.
როგორ ხდება თქვენი ინფორმაციის დაცვა „Budget“-ის მიერ?
ინფორმაცია რომელიც საჭიროებს უსაფრთხოებას, როგორიცაა მაგალითად თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემები და ა.შ, საჭიროების შემთხვევაში დაცულია დაშიფვრის ტექნოლოგიით „Secure Socket Layer“ (SSL).
ონლაინ სარეკლამო აქციები
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ვებგვერდზე არსებულ კონკურსში მიიღებთ მონაწილეობას, ჩვენგან მოთხოვნილი იქნება თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეტყობინებების გამოგზავნის მიზნით. რადგან კონკურსის წესები და პირობები შესაძლოა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, აღნიშნული გამოცხადდება სარეკლამო აქციის/კონკურსის დროს. თუკი ჯილდო შემოთავაზებულია მესამე მხარეების მიერ, ჯილდოს გადაცემის მიზნით აღნიშნული პერსონალური ინფორმაცია გაზიარებული იქნება მესამე მხარისთვის.
ონლაინ კვლევა
ონლაინ კვლევაში მონაწილეობის მიღებისას, შესაძლოა თქვენი მხრიდან საჭირო გახდეს გარკვეული პერსონალური ინფორმაციის მიწოდება, მაგალითად დემოგრაფიული მონაცემები, როგორიცაა ასაკი და/ან შემოსავალი. თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ აღნიშნული ინფორმაციის სრულად ან ნაწილობრივ მიწოდებაზე. აღნიშნული კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ჩვენი ვებგვერდის მახასიათებლების და სარგებლიანობის გასაუმჯობესებლად.